როგორ გავაკეთოთ საიტი?
რამდენიმე წლის წინანდელისგან განსხვავებით საიტის გაკეთება გაცილებით ადვილია. თუ ადრე სპეციალური განათლება და პროგრამების ცოდნა იყო აუცილებელი დღეს ხარისხიანი საიტის დამზადება რამდენიმე მარტივი მოქმედებითაა შესაძლებელი . აუცილებელია მხოლოდ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები და ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება მომხმარებლის დონეზე. ამ საიტზე განთავსებულ გაკვეთილებში დეტალურადაა ახსნილი თუ როგორ გავაკეთოთ საიტი.
რა გვჭირდება საიტისათვის:
დომენი
დომენი არის ჩვენი საიტის მისამართი ინტერნეტ სივრცეში. ინტერნეტ სივრცეში მილიარდზე მეტი დომენური სახელია რეგისტრირებული. ყველა მათგანი უნიკალურია ანუ ერთიდაიგივე დომენის რეგისტრაცია შეუძლებელია. გაკვეთილში დეტალურადაა ახსნილი დომენის რეგისტრაცია და მისი ჰოსტინგთან დაკავშირება
ჰოსტინგი
ჰოსტინგი არის ჩვენი ვებსივრცე ინტერნეტში, უფრო მარტივად კომპიუტერი რომელიც ჩართულია მუდმივად და დაკავშირებულია ინტერნეტთან. გაკვეთილებში დეტალურადაა ახსნილი ჰოსტინგის რეგისტრაცია ერთერთ უდიდეს ჰოსტინგის კომპანიაში – hostgator.com
ვებ დიზაინის საფუძვლები
დღევანდელ დღეს ძნელად დასაჯერებელია ვინმემ არ იცოდეს რა არის ინტერნეტი ან ვებსაიტი მაგრამ ვებ გვერდის შექმნამდე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიქონიოთ წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ არის ის ინტერნეტში წარმოჩენილი.
ვებსაიტის გვერდი ესაა ინფორმაციის რესურსი რომელიც შეესაბამება World Wide Web-ს და რომელთანაც კავშირი მყარდება ვებ ბროუზერის მეშვეობით. ეს ინფორმაცია წარმოდგენილია HTML ან XHTML ფორმატში და მისგან სხვა გვერდებზე გადასვლა შესაძლებელია ჰიპერტექსტური ლინკების მეშვეობით. ვებსაიტის გვერდების წარმოჩენა ხდება როგორც ადგილობრივი, პერსონალური კომპიუტერიდან ისევე სხვაგან მყოფი ვებ სერვერიდანაც. ვებ სერვერს შეუძლია შეზღუდოს შესვლა მხოლოდ შიდა ქსელში მაგ. კორპორატიულ ინტრანეტში და ამავე დროს მას შეუძლია გვერდი გამოაქვეყნოს World Wide Web. ვებ გვერდის გვერდების წარმოჩენა და მომსახურება ხდება HTTP-ის (Hypertext Transfer Protocol-ის) მეშვეობით.
ვებ საიტი ერთი ან რამდენიმე გვერდის ნაკრებია. ამ გვერდების უმეტესობა HTML (Hyper-Text Markup Language) ფორმატში არის შექმნილი. ეს ვებ გვერდის შექმნის ენა გასაგებია ყველა ვებ ბროუზერისათვის მაგ. Internet Explorer ან Firefox.
ვებსაიტის შესაქმნელად თუ ადრე აუცილებელი იყო HTML ენის ცოდნა დღეს არსებობს მზა ძრავები და სკრიპტები რომელის გამოყენებაც საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ კომპიუტერული უნარ-ჩვევების მქონე მომხმარებელს შეუძლია მისი ექსპლუატაცია. სწორედ ერთერთ ასეთ ძრავს (Wordpress) განვიხილავთ შემდეგ თავებში.
დომენური სახელი
ვებ გვერდის შესაქმნელად პირველ რიგში აუცილებელია დომენური სახელის ქონა, შემდეგ კი ჰოსტინგის სერვისის შერჩევა. დომენური სახელი არის ჩვენი საიტის ასე ვთქვათ მისამართი. მაგალითად: www.tvtori.com არის დომენური სახელი. დომეინის სახელის ცალკე შეძენის შემთხვევაში ის უნდა გადაყვანილ იქნას ჩვენს მიერ არჩეულ ჰოსტინგის სერვისზე. რეგისტრაციის შემდეგ ჰოსტინგის სერვისი მოგვაწვდის თავისი ძირითადი და დამატებითი DNS-ის (Domain Name Server) შესახებ ინფორმაციას. DNS-ი დომეინის სახელებს IP მისამართებად გარდაქმნის. დომეინის სახელები ადვილად დამახსოვრებადია რადგან ასოებს შეიცავს, ხოლო IP მისამართები კი ციფრებისაგან შედგება.
DNS-ის სისტემა სერვერების ქსელია. თუ ერთ DNS-ის სისტემას ვერ გადაყავს დომეინის სახელი IP მისამართად იგი ითხოვს ამას სხვა DNS-ის სისტემისაგან მანამ სანამ სწორი IP მისამართი არ შეიქმნება. იმისათვის რომ ჩვენს მიერ ნაყიდი დომეინი დაუკავშირდეს ჩვენს მიერ არჩეულ ჰოსტინგის სერვისს საჭიროა ამ სერვისიდან მოწოდებული DNS-ის ინფორმაციის კოპირება და მისი დაყენება დომეინის სერვისის სისტემაში. ამ ფუნქციის შესასრულებლად ყოველ სერვისს თავისი თავისებურებები გააჩნია და ინსტრუქციას უნდა მივყვეთ.
სამუშაოს სწორად შესრულების შემთხვევაში დომეინის სახელის ჰოსტინგის სერვისზე გადაყვანა მიუხედავად არჩეული სერვისისა მაქსიმუმ ორ დღეში მოხდება. უმეტეს შემთხვევაში ამას წუთები ჭირდება ხოლმე.
დომენური სახელის ყიდვისას ძირითადად გასათვალისწინებელია მისი ფასი. სხვადასხვა დომენ რეგისტრატორებს სხვადასხვა ტარიფები აქვთ ერთიდაიგივე დომენზე.
დომენის აღება godaddy.com-ზე
დღესდღეობით ათასობით დომენების რეგისტრატორი კომპანია არსებობს. ქართული .GE ზონის დომენური სახელის აღებას მხოლოდ კომპანია "კავკაზუს ონლაინი" ახორციელებს. მათ არ აქვთ დომენის ონლაინში რეგისტრაციის სერვისი. აუცილებელია მათ ოფისში მისვლა და ხელშეკრულების გაფორმება.
თუ გსურთ უცხოური (.com, .net, .org, info და ასე შემდეგ) დომენური სახელის რეგისტრაცია მაშინ გაცილებით კომფორტულად მოახერხებთ ამას. ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ პლასტიკური ბარათი გადახდის განსახორციელებლად.
ნაბიჯ ნაბიჯ განვიხილოთ დომენის რეგისტრაცია დღესდღეობით ერთერთ ყველაზე მსხვილ და ძლიერ დომენების რეგისტრატორზე godaddy.com. პირველ რიგში დააკლიკეთ ბანერს. ამით თქვენ დაზოგავთ 4,5$ და დომენს შეიძენთ 7,49$-ად.
შემდეგ მითითებულ გრაფაში ჩაწერთ თქვენთვის სასურველი დომენი და დააწექით ღილაკს GO. სისტემა შეამოწმებს თქვენს მიერ შეყვანილ დომენს თავისუფალია თუ არა. თუ თავისუფალია დააწექით ღილაკს Continue To registration! შემდეგი ეტაპია რეგისტრაცია. უნდა შეავსოთ მოცემული ფორმა და დარეგისტრირდეთ საიტზე. ბოლო ეტაპია გადახდა საკრედიტო ბარათით. მოცემულ ველებში წერთ საკრედიტო ბარათის მფლობელის სახელსა და გვარს, ბარათის ნომერს, ბარათის ვადის გასვლის თარიღს და CVS კოდს.
გადახდის დასრულების შემდეგ დომენი დარეგისტრირებულია!
DNS მისამართების შეცვლა
რადგან უკვე აიღეთ დომენი აუცილებელია DNS (Domain Name Server) მისამართების შეცვლა რადგან დომენი დაუკავშირდეს ჰოსტინგს. თუ უკვე გაქვთ აღებული ჰოსტინგი (თუ არ გაქვთ ჰოსტინგი აღების ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ თავში) ის აუცილებლად მოგაწვდით საკუთან DNS-ებს. ეს DNS-ები აუცილებელია ჩაწეროთ დომენის საკონტროლო პანელში. godaddy.com-ის შემთხვევაში ეს ხდება შემდეგნაირად:
შედიხართ Domains>Domain management
ირჩევთ სასურველ დომენს:
შედიხართ Set nameservers:
მოცემულ ველებში ჩაწერეთ თქვენი ჰოსტინგის DNS-ები (NS1, NS2) და ღილაკი OK. DNS-ების გაწერას ჭირდება როგორც წესი 5-10 წუთი მაგრამ არის შემთხვევები როცა 24 საათიც კი ჭირდება. godaddy.com-ს როგორც წესი ეგ პრობლემა არ აქვს
ჰოსტინგი და მისი არჩევა
ჰოსტინგის არჩევა საკმაოდ რთული საკითხია. არსებობენ უფასო ჰოსტინგები მაგრამ ისინი მომხმარებელს თავაზობენ შეზღუდულ ფუნქციებს, აქვთ წყვეტები და რაც მთავარია არის შესაძლებლობა რომ ერთხელაც უბრალოდ გათიშონ თქვენი საიტი. იმისათვის რომ საიმედო და ფუნქციონალურად გამართული ჰოსტინგი ავირჩიოთ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი.• Uptime – ანუ რამდენად სტაბილურია ჰოსტი. რაც მეტი აქვს Uptime სტატუსი მით უფრო იშვიათად ხდება საიტის გათიშვა. Uptime უნდა ქონდეს 99% და მეტი
• Bandwidth - ანუ ტრაფიკის რაოდენობა. ტრაფიკი იხარჯება ვებ გვერდის გახსნისას, სურათის გახსნისას და აშ. რაც მეტია Bandwidth უკეთესია. ზოგიერთი ჰოსტი მომხმარებელს თავაზობს ულიმიტო Bandwidth-ს.
• ვებსივრცე (web space) _ ეს არის თქვენი მყარი დისკი ჰოსტზე. გაითვალისწინეთ რა ტიპის და რა რაოდენობის საიტების შექმნას აპირებთ და შემდეგ გადაწყვიტეთ საკმარისია თუ არა შემოთავაზებული ვებსივრცე.
• სამართავი პანელი (Cpanel) _ ზოგიერთი სამართავი პანელი ძალიან რთულია და დამწყებებს საკმაოდ უჭირთ მისი ექსპლუატაცია. ზოგი კი იმდენად გამარტივებულია რომ რამდენიმე მოქმედებითაა შესაძლებელი ჰოსტზე რომელიმე ძრავის ინსტალაცია. სასურველია ეს იყოს Cpanel 11
• MYSQL ბაზების მხარდაჭერა. - სასურველია იყოს ულიმიტო ან რაც შეიძლება ბევრი. გაითვალისწინეთ რომ თითო Wordpress ძრავზე აგებული ვებსაიტისთვის თითო MYSQL ბაზა დაგჭირდებათ
• Addon Domains - დომენური სახელების დამატება. რაც მეტი დომენური სახელის დამატება შეგიძლიათ მით მეტი საიტის შექმნას შეძლებთ ამ ჰოსტზე. სასურველია რამდენიმე საიტი ერთ ჰოსტზე გვქონდეს, ამით ზედმეტ ხარჯებს ავიცილებთ თავიდან.
• ფასი - რამდენიმე წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით ჰოსტინგის ფასი საკმაოდ გაიაფებულია. დამწყებისათვის აბსოლიტურად საკმარისი ჰოსტის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ყოველთვიურად 7-10 დოლარს.
Hostgator.com -ზოგადი მიმოხილვა
ისევე როგორც დომენების რეგისტრატორები, ჰოსტინგის კომპანიებიც ათასობითაა. ამ თავში განვიხილავ ერთერთ ყველაზე მძლავრ და დიდ კომპანიას Hostgator-ს. Hostgtor-ს ენდობა დაახლოებით 2,5 მილიონი ვებსაიტის მფლობელი მსოფლიოში. მისი სერვერები განლაგებულია აშშ, ბრიტანეთი, ევროპასა და აზიაში.
მისი ბენეფიტებია:
- ფასი - მაგალითად Baby Plan პაკეტის ფასი იწყება 6,35$-დან. თუ გავითვალისწინებთ რომ ამ პაკეტს თითქმის ყველაფერი (Addon Domains, MYSQL, Bandwidth, web space) ულიმიტო აქვს, ფასი საკმაოდ დაბალია.
- სტაბილურობა - Uptime აქვს 99,9%. ეს ნიშნავს რომ ჰოსტინგი თითქმის არასოდეს ითიშება.
- სამართავი პანელი - Hostgator იყენებს Cpanel 11-ს ყველა ინსტრუმენტით. რამდენიმე კლიკით შესაძლებელია ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება.
- ყურადღება - Hostgator-ის ოპერატორები 24/7 მზად არიან ნებისმიერი დახმარება აღმოუჩინოს თავის მომხმარებლებს ონლაინ რეჟიმში.
ამ ბენეფიტების გამო Hostgator.com ინარჩუნებს 1 ადგილს წამყვან ჰოსტინგის კომპანიებს შორის მსოფლიოში.
Hostgator-ს აქვს ვებ ჰოსტინგის 3 ძირითადი პაკეტი:
- Hatchling -ულიმიტოBandwidth, ულიმიტო ვებსივრცე, დომენების რაოდენობა - 1
- Baby - ულიმიტო Bandwidth, ულიმიტო ვებსივრცე, დომენების რაოდენობა - ულიმიტო
- Business- ულიმიტო Bandwidth, ულიმიტო ვებსივრცე, დომენების რაოდენობა - ულიმიტო, პლუს დამატებითი სერვისები
ჰოსტინგის აღება Hostgator.com-ზე
- tvtori1cent - 9,94$ ფასდაკლება ანუ შეგიძლიათ პირველი თვე ჰოსტინგი იყიდოთ მხოლოდ 0,01$ ცენტად
- tvtori25pr - 25% ფასდაკლება ნებისმიერ პაკეტზე (მაგ: თუ იხდით 1 წლისას წინასწარ მთელი წლის გადასახადზე გექნებათ 25% ფასდაკლება)
დავიწყოთ რეგისტრაცია. შედით hostgator.com ან დააკლიკეთ ამ ბმულს. შემდეგ დააკლიკეთ View Web Hosting Plans, და ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი პაკეტი. შემდეგ დააკლიკეთ თქვენს მიერ ამორჩეული პაკეტის ქვემოთ მდებარე კლავიშს - ORDER NOW
#1 გრაფას ავსებთ იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ დომენი და გინდათ დომენიც hostgator.com-ზე დავარეგისტრიროთ (არ გირჩევთ, ძვირია) ამ შემთხვევაში წერთ იმ დომენურ სახელს რაც გვინდა რომ დაარეგისტრიროთ.
#2 გრაფაში წერთ იმ დომენს რომელიც უკვე გაქვთ დარეგისტრირებული (მაგ: tqvenidomeni.com ფორმატში)
#3 გრაფაში წერთ ფასდაკლების კუპონის კოდს
გრაფების შევსების შემდეგ დააკლიკეთ Continue To Step 2. მეორე გვერდზე აირჩიეთ რა ვადით ყიდულობთ პაკეტს, შეავსეთ თქვენი პირადი ინფორმაცია, პლასტიკური ბარათის მონაცემები და დააკლიკეთ Create Account. ჰოსტინგი ნაყიდია. რამდენიმე წუთში ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ წერილი სადაც იქნება თქვენი საკონრტოლო პაკეტის მონაცემები. თქვენ უკვე დაარეგისტრირეთ დომენი და იყიდეთ ჰოსტინგი. უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ საიტის შექმნა.
Wordpress ძრავი
დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ რაც კარგი ვებსაიტის შექმნა საკმაო ცოდნასა და დროს მოითხოვდა. ახლო წარსულში მინიმუმ HTML-ის ცოდნის გარეშე ვებსაიტის შექმნა შეუძლებელი იყო. დღესდღეობით ეს პრობლემა აღარ არსებობს. არის ბევრი მზა ძრავები რომლის მეშვეობითაც ვებსაიტის შექმნა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. საკმარისია აიტვირთოს ჰოსტზე და დაინსტალირდეს. შემდეგ მისი დიზაინის და კონტენტის შევსება საკმაოდ ადვილია და დამწყებ მომხმარებელსაც კი არ გაუჭირდება ამის გაკეთება. ერთერთი ასეთი ძრავი არის Wordpress. მას იყენებს ათასობით ვებმასტერი თუ დამწყები მისი ბევრი სასარგებლო ფუნქციების გამო. ეს ბენეფიტებია:
• სიმარტივე _ Wordpress ძალიან ადვილია გამოსაყენებლად. მასში რამდენიმე ველის შევსებითაა შესაძლებელი კატეგორიების და გვერდების დამატება, კომენტარების გააქტიურება, პოსტებისა სტატიების დამატება. ამის გაკეთება ნებისმიერი დონის მომხმარებელს შეუძლია.
• დიზაინი _ არსებობს ათასობით უფასო Wordpress-ის მზა დიზაინები რომელიც ნებისმიერი შინაარსის საიტსა თუ ბლოგს შეგიძლიათ მოარგოთ.
• საძიები სისტემებში ოპტიმიზაცია (SEO) _ Wordpress-ს დიდი ყურადღება აქვს დათმობილი SEO-ს მიმართ. არსებობს პლაგინები (საიტის დამატებები) რომელიც ძალიან გვიადვილებს ვებსაიტზე SEO-ს ელემენტების დამატებას.
• პლაგინები/Plugins (საიტის დამატებები) _ ათასობით უფასო პლაგინები თქვენი ვებსაიტისათვის დამატებითი ფუნქციების შესაძენად. მაგალითად: კალენდარი, საათი, ამინდის პროგნოზი, ვალუტის კურსი და ა შ.
ეს არის არასრული სია რისთვისაც ათასობით ინტერნეტ მარკეტერი ირჩევს Wordpress-ს, და რაც ყველაზე მთავარია Wordpress არის აბსოლიტურად უფასო.
wordpress ინსტალაცია
wordpress, მისი პლაგინების და თემების გადმოტვირთვა შეგიძლიათ ოფიციალური ვებსაიტიდან www.wordpress.org და ჩვენი ვებგვერდიდან:
Wordpress - ქართული ვერსიის გადმოწერა
Wordpress - ინგლისური ვერსიის გადმოწერა
wordpress-ის ინსტალაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგება. დასაწყისისთვის უნდა დაამატოთ დომენური სახელი თქვენი ჰოსტის სამართავი პანელიდან (cpanel) Addon Domain ხელსაწყოს მეშვეობით. დომენის დამატება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჰოსტზე უკვე გაქვთ დაინსტალირებული wordpress რომელიმე დომენზე და ახალ დომენს ამატებთ ხოლო თუ ჰოსტინგის რეგისტრაციისას ის დომენი მიუთითეთ რომელზეც აინსტალირებთ wordpress, მაშინ AddOn Domain-ში დამატება არაა საჭირო. დომენის დამატებისას როგორც წესი შესავსებია ორი ველი. პირველ ველში (New Domain Name) ვწერთ დომენურ სახელს, მეორე ველი (Username/directory/subdomain Name:) ივსება ავტომატურად, ხოლო მესამე ველში (Password:) ვწერთ პაროლს. შემდეგ ვაწვებით ღილაკს Addon Domain და დომენური სახელი დამატებულია ჰოსტზე. დომენის დამატებისას ჰოსტის მთავარ საქაღალდეში (public_html) იქმნება დომენის სახელის მქონე საქაღალდე. სწორედ ამ საქაღალდეში უნდა აიტვირთოს wordpress.

შემდეგ აუცილებელია გავაკეთოთ MYSQL ბაზა და მომხმარებელი. ამისათვის სამართავ პანელში ვნახულობთ ხელსაწყოს MySQL Databases. ველში New Database ვწერთ ბაზის სახელს (ნებისმიერს რაც გსურთ) და ვაძლევთ ბრძანებას Create Database. MYSQL ბაზა შექმნილია. ახლა უნდა შევქმნათ მომხმარებელი ამ ბაზისათვის. ველში Username ვწერთ ნებისმიერ მომხმარებლის სახელს ხოლო ველში Password ვწერთ პაროლს და ვაძლევთ ბრძანებას Create User.

ახლა საჭიროა ჩვენს მიერ შექმნილი მომხმარებელი დავამატოთ ბაზაში. ამისათვის ჩამოვშალოთ ველი User, ამოვირჩიოთ ჩვენს მიერ შექმნილი მომხმარებელი, შემდეგ ჩამოვშალოთ ველი Database, ამოვირჩიოთ ჩვენს მიერ შექმნილი ბაზა და მივცეთ ბრძანება Add User To Database.

MYSQL ბაზა შექმნილია. შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ Wordpress-ის ინსტალაციაზე. ჩვენს კომპიუტერში გავხსნათ Wordpress-ის საქაღალდე და მოვნახოთ ფაილი wp-config-sample.php გადავარქვათ სახელი და დავარქვათ wp-config.php, შემდეგ გავხსნათ რომელიმე ტექსტური რედაქტორის მეშვეობით (მაგალითად notepad-ით) და შევცვალოთ შემდეგი სტრიქონები!
• define ('DB_NAME', 'MYSQL ბაზის სახელი');
• define('DB_USER', 'მომხმარებლის სახელი');
• define('DB_PASSWORD', 'პაროლი');
• define('DB_HOST', 'localhost''); _ ჰოსტის სახელი (უმეტეს შემთხვევაში ეს არის ლოკალური ჰოსტი (localhost) )
ვინახავთ ცვლილებებს და ვხურავთ ფაილს. Wordpress მზადაა ასატვირთად.
Wordpress-ის ასატვირთად ვიყენებთ პროგრამას Filezila. არსებობს მრავალი მსგავსი პროგრამა მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ Filezila-ს. მისი გადმოტვირთვა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან www.filezilla-project.org/ ან ჩვენი ვებსაიტიდან. ვტვირთავთ Filezila-ს, ვაინსტალირებთ და ვხსნით პროგრამას.
ველში Host ვწერთ ჩვენი ჰოსტის დომენურ სახელს ან IP მისამართს, ველში User ვწერთ ჩვენი ჰოსტის მომხმარებლის სახელს და ველში Password ვწერთ ჰოსტის პაროლს. ვაძლევთ ბრძანებას Quickconect. 
პროგრამა დაუკავშირდა ჰოსტს. მარცხენა მხარეს მოთავსებული იქნება თქვენი მყარი დისკის საქათალდეები ხოლო მარჯვენა მხარეს ჰოსტის საქაღალდეები. ჰოსტზე ვხსნით საქაღალდეს public_html და ვნახულობთ ჩვენი დომენის სახელის მქონე საქაღალდეს (თუ ჰოსტზე დამატებულია მხოლოდ ერთი დომენური სახელი wordpress-ის ინსტალაცია ხდება public_html საქაღალდეში). შემდეგ ჩვენ მყარ დისკზე ვხსნით wordpress-ის საქაღალდეს და ვნიშნავთ ყველა ფაილს და კონტექსტური მენიუდან ვაძლევთ ბრძანებას Upload.
ატვირთვის დასრულების შემდეგ ინტერნეტ ბროუზერში ვკრიფავთ მისამართს: http://ჩვენისაიტი.com/wp-admin/install.php , ვავსებთ ველებს:
Blog title – ჩვენი საიტის სახელი;
Your Email – ჩვენი ელ-ფოსტა
Username– მომხმარებლის სახელი;
Password – პაროლი;
ვაწვებით ღილაკს Install Wordpress და საიტი მზადაა.
ჰოსტების უმეტესობას სამართავ პანელში აქვს ხელსაწყო ავტოინსტალერი. უმეტეს შემთხვევაში ეს არის Fantastico De Luxe. ამ ხელსაწყოს მეშვეობით ძალიან მარტივად, ჰოსტზე ფაილების ხელით ატვირთვის და MYSQL ბაზის გაკეთების გარეშე შესაძლებელია Wordpress-ის ინსტალაცია. ამისათვის ჰოსტინგის სამართავი პანელიდან ვირჩევთ ხელსაწყოს Fantastico De Luxe, ვირჩევთ სასურველ ძრავს (Wordpress) და ვავსებთ ველებს:
- Install on domain – ვირჩევთ დომენს რომელზეც ვაინსტალირებთ Wordpress-ს
- Install in directory – დირეცტორია სადაც ვაინსტალირებთ Wordpress-ს. როგორც წესი ვტოვებთ ცარიელს
- Administrator username – ადმინისტრატორის მომხმარებლის სახელი
- Administrator Password - ადმინისტრატორის მომხმარებლის პაროლი
- Admin Email– ადმინისტრატორის ელ-ფოსტა
- Site name – საიტის სახელი
- Description – საიტის აღწერა
- Admin nickname - ადმინისტრატორის მეტსახელი
- Admin Email – საფოსტო სერვერის სახელი (აუცილებელია არ არის)
ამ ველების შევსების შემდეგ ვაწვებით ღილაკს Install Wordpress და საიტი მზადაა.
დიზაინის შერჩევა და შეცვლა
Wordpress-ის კიდევ ერთი ღირსება იმაში მდგომარეობს მას ნებისმიერი თემატიკის, ტიპის და ზომის ვებსაიტი შეგიძლიათ მოარგოთ, პატარა, ლამაზი ბლოგიდან დაწყებული, დიდი ინფორმაციული საიტით დამთავრებული. მოგზაურობაზე გინდათ ბლოგის შექმნა თუ უცხოპლანეტელებზე, ერთგვერდიანი პროდუქტის სარეკლამო საიტის შექმნა გსურთ თუ გრანდიოზული ინტერნეტ მაღაზიის Wordpress ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია.
ამისათვის არსებობს ათასობით ფასიანი და უფასო მზა დიზაინები (Themes, Templates), რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს საიტს. ისინი მრავლადაა ინტერნეტში, საჭიროა მხოლოდ გადმოწეროთ, ატვირთოთ ჰოსტზე და გააქტიუროთ. თქვენი საიტის დიზაინი მომენტალურად შეიცვლება. არსებობს პრემიუმ დიზაინები რომლებსაც სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად დამატებული აქვს სხვა ფუნქციებიც. მაგალითად ინტერნეტ მაღაზიის თემებს დამატებული აქვს ფასის კალკულტორი, საყიდლების კალათა, ონლაინ რეჟიმში ყიდვა და ასე შემდეგ.
როგორ ხდება ეს ყველაფერი:
- პირველ რიგში ეძებთ ჩვენთვის სასურველ თემას (დიზაინს). მისი მოძებნა შეგვიძლია ოფიციალურ საიტზე www.wordpress.org/extend/themes ან საძიებო სისტემების მეშვეობით. შერჩეულ თემას იწერთ კომპიუტერში.
- გახსენით wordpress-ის საკონტროლო პანელი (ადმინპანელი) www.თწვენისაიტი.com/wp-admin შეიყვანეთ ინსტალაციისას არჩეული ადმინისტრატორის მომხმარებლის სახელი და პაროლი
- მარცხენა მხარეს მოთავსებულ მენიუში აირჩიეთ პუნქტი Appearance > Themes
ზედა პანელზე დააკლიკეთ Install Themes და შემდეგ Upload- Browse ღილაკით მოძებნეთ თქენს მიერ გადმოწერილი თემა და Install Now
- თემის ატვირთვის შემდეგ Activate Now
დიზაინი დაყენებულია! შეგიძლიათ გადახვიდეთ საიტის მთავარ გვერდზე და განაახლოთ (refresh).
ინფორმაციის გამოქვეყნება
wordpress-ში ინფორმაცის (სტატია, ვიდეო, პროდუქტის აღწერა და სხვა...) დალაგება საკმაოდ კომფორტულადაა შესაძლებელი. იმის მიხედვით თუ რა ტიპის რა რაოდენობის ინფორმაცია გაქვთ, შეგიძლიათ ისე მოაწყოთ ნავიგაცია რომ ვიზიტორისთვის საიტზე ინფორმაციის ნახვა იყოს ადვილი და კომფორტული. ამისათვის შეგიძლიათ შექმნათ კატეგორიები სადაც კონკრეტული შინაარსის ინფორმაციას განათავსებთ. მაგალითად აკეთებთ მუსიკალურ საიტს. შეგიძლიათ შექმნათ კატეგორიები: "კლასიკური მუსიკა" "ჯაზი", "როკი" და ასე შემდეგ.
wordpress-ში ინფორმაცის დალაგება ორნაირად ხდება
- ბლოგის პრინციპი - მთავარ გვერდზე განთავსებულია რამდენიმე პოსტი (სიახლე, დამატებული ინფორმაცია). ყოველი ახალი პოსტის დამატების შემდეგ ახალი ინფორმაცია რჩება პირველ გვერდზე ხოლო ძველი გადადის უკანა პლანზე. ინფორმაცია ლაგდება უკუქრონოლოგიურად.
- საიტის პრინციპი - შეგიძლიათ გააკეთოთ გვერდები სადაც კონკრეტული ინფორმაცია დაიდება. ამ შემთხვევაში ნავიგაციის გაადვილების მიზნით შეგიძლიათ გააკეთოთ მენიუ სადაც იქნება გამოქვეყნებული გვერდების სარჩევი.
როგორ ხდება პოსტის გამოქვეყნება:
პირველ რიგში ქმნით ერთ ან რამდენიმე კატეგორიას. მარცხენა მხარეს მდებარე მენიუში Categories. Name-ში ჩაწერეთ კატეგორიის სახელი და Add New Category.

შემდეგ იმავე მენიუში Post>Add New. თუ რომელიმე ტექსტურ რედაქტორთან გიმუშავიათ ძალიან ადვილად მიხვდებით ყველა ღილაკის დანიშნულებას. პირველ ველში ჩაწერეთ სტატიის-პოსტის სათაური. ტექტის ფანჯარაში შეგიძლიათ ჩაწეროთ ტექსტი, ჩასვათ ფოტო ან ვიდეო, შეცვალოთ ტეხტის ზომა და ფერი, გააბოლდოთ, დახაროთ და ა შ. ინფორმაციის შეტანის შემდეგ დააკლიკეთ მარჯვენა ზედა კუთხეში მოთავსებულ ღილაკს - Publish და ინფორმაცია გამოქვეყნდება საიტზე. გამოქვეყნებული პოსტის რედაქტირება შეგიძლიათ Post>edit მენიუდან. ზუსტად ასევე ხდება გვერდის (Page) გამოქვეყნება Pages>Add New.
plugins - საიტის დამატებები
ვთქვათ გინდათ საიტზე კალენდარი, საათი, გინდათ ცხრილის გაკეთება ან ფოტოგალერეის დადება. ამისათვის არსებობს wordpres-ის დამატებები ანუ პლაგინები. ისევე როგორც თემები პლაგინებიც ათასობითაა ინტერნეტში. პლაგინები წარმოადგენს მინი პროგრამებს - დამატებებს რომელიც wordpres-ის სტანდარტულ ფუნქციებს უმატებს დამატებით ფუნქციებს. მაგალითად არსებობს პლაგინები რომლებიც თქვენს გამოქვეყნებულ სიახლეს ავტომატურად უზიარებს ფეისბუქზე თქვენს მეგობრებს, პოსტავს ტვიტერზე და სხვა სოციალურ ქსელებზე.
როგორ აინსტალირებთ პლაგინს:
შედიხართ მენიუში Plugins>Add New. აქ შეგვიძლია მოძებნოთ რაიმე პლაგინი wordpress-ის პლაგინების ბაზაში ან ატვირთოთ კომპიუტერიდან. ამისათვის აკლიკებთ Upload, ირჩევთ სასურველ პლაგინს და Instal Now. ატვირთვის შემდეგ Activate Now.
პლაგინების გამოყენების ინსტრუქცია სხვადასხვაგვარია. ექსპლუატაციისთვის აუცილებელია გაეცნოთ აღწერას.
